პატრიარქი გვირჩევს:
ბავშვებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ბოროტებას
ვერ განკურნავს. თუ ბოროტებას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება... წამალი
ბოროტებისა მხოლოდ ერთია - სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით! მხოლოდ სიყვარულიდან
გამომდინარე სიკეთეს ძალუძს ბოროტების განკურნება. შეიძლება ბოროტებისთვის სხვას სამაგიერო
არ გადავუხადოთ, მაგრამ გულში მაინც გვახსოვდეს იგი. ესეც დაუშვებელია. მართალია, ძნელია
მიყენებული ტკივილის დავიწყება. მაგრამ უფალს შეუძლია ჩვენი გულიდან აღმოფხვრას ხსოვნა
წყენისა. ჩვენი სიყვარული კი მართლმადიდებლურ რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
... უნდა დავფიქრდეთ,
რომ ყოველი ადამიანი ჩვენი ძმა და ახლობელია, მიუხედავად იმისა, კარგია ის თუ ცუდი.
თუ ჩვენ ვართ მის წინაშე დამნაშავე, უნდა მივიდეთ და პატიება ვთხოვოთ, ხოლო თუ მათ
დაუშავებიათ ჩვენთვის რამე, მაგრამ სულიერი ძალა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ მოვიდნენ
და პატიება გვთხოვონ, მაშინ ისევ ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან და დავეხმაროთ ჯვრის ტვირთვაში.