„სიყვარულის
სწავლება არ შეიძლება, მისით ღმერთმა უნდა დაგვაჯილდოვოს. ღმერთი კი მას აჯილდოვებს, ვისაც წმიდა გული აქვს,
ვინც სხვას კი არ განიკითხავს, არამედ საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდაზე ზრუნავს,
ვისშიც არ არის ღვარძლი და შური და ვისაც სხვისთვის ის უნდა, რაც საკუთარი თავისთვის
სურს. აი, ვის აჯილდოვებს უფალი სიყვარულით, რომელიც ყოვლისმომცველია - სიყვარული უფლისა
და სიყვარული ადამიანებისა, მიუხედავად იმისა ახლობელნი არიან ისინი თუ შორებელნი,
კეთილნი თუ ბოროტნი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბოროტება უნდა გვძულდეს და არა ადამიანი,
რომელიც ბოროტებას სჩადის; იგი პირიქით უნდა შევიბრალოთ და მისთვის ვილოცოთ...“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია
II.
Thursday, January 28, 2016
Wednesday, January 27, 2016
მოდიოდა ნინო მთებით
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა:
-რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა:
-საქართველო არის ესე!
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო,
ეს... ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
-„ნუ გეშინინ!“- მიუგებდა იესო.
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?!
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა:
-რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა:
-საქართველო არის ესე!
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო,
ეს... ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
-„ნუ გეშინინ!“- მიუგებდა იესო.
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?!
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
ანა კალანდაძე
Monday, January 25, 2016
Monday, January 18, 2016
Friday, January 15, 2016
თოვლის სიმღერა
ცა ნაცრისფრად გაცრეცილა,
თოვლი მოდის,
თოვს...
ენძელები ცვივა ციდან,
თოვლი მოდის,
თოვს...
ფანტელ-ფანტელ, ფთილა-ფთილა
თოვლი მოდის,
თოვს...
ხელისგულზე ნაზად, ფრთხილად
ეცემა და
თოვს...
თვალებსა გვჭრის ზამთრის დილა,
თოვლი მოდის,
თოვს...
თოვლის პაპა მოწყენილა,
თოვლში თამაშს გვთხოვს...
- აბა, გუნდა! -
- აბა, ციგა! -
ნუ დავკარგავთ დროს! -
თოვლი მღერის,
თოვლი ცეკვავს,
თოვლი მოდის,
თოვს.
გივი ჭიჭინაძე
Subscribe to:
Posts (Atom)